თამარ გურჩიანის ლექცია -“სამოქალაქო საზოგადოება – ლიბერალიზმის განვითარების ერთ-ერთი პირობა”

409010_10151306851891779_1218626743_nსამშაბათს, 19 მარტს, 19:00 საათზე  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ პირველ ლექციას წაკითხავს თამარ გურჩიანი თემაზე: “სამოქალაქო საზოგადოება – ლიბერალიზმის განვითარების ერთ-ერთი პირობა”.  ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გადაიცემა ცენტრის გვერდის საშუალებით http://on.fb.me/Z8LuSk

დასწრება თავისუფალია

მისამართი: კალისტრატე ცინცაძის 6/7 ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისი

თამარ გურჩიანი დაიბადა 1980 წლის 27 იანვარს, სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე,  მაგისტრის ხარისხი მიიღო უილიამ და მერის კოლეჯის სამართლის სკოლაში (ვირჯინიის შტატი, აშშ). წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ტრენერის, კონსულტანტისა და ექსპერტის რანგში ეუთოსთან, ევროსაბჭოსთან, მსოფლიო ბანკთან და ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოსთან..

დატოვეთ კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.