„სამართლიანი სასამართლო“

ავტორი: შუბითიძე მურადი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უპირველიესი საზრუნავი ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა უნდა იყოს. ხოლო როდესაც სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და მაინც ირღვევა ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები, მათ საშუალება უნდა ჰქონდეთ იპოვნონ სამართალი და აღმოფხვრან ეს უსამართლობა. სად შეიძლება დაჩაგრულმა ადამიანმა აღიდგინოს შელახული უფლება თუ არა სასამართლოში, სასამართლოში რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.…

„დავაბრუნოთ რელიგია სკოლებში“ ?

ავტორი: ირაკლი იაგორაშვილი ბოლოდროინდელი სისხლიანი დაპირისპირებების შედეგად საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა მოსაზრება, რომ სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლება დაბრუნდეს. ამგვარი ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში სხვა რელიგიებს უარყოფითად უყურებენ და სკოლაში რელიგიის სწავლება უმეტესწილად სწორედ მხოლოდ მართლმადიდებლობას მოიცავს. არადა, საქართველო მულტირელიგიური სახელმწიფოა, რაც საკმაოდ გასათვალისწინებელი წინაპირობა უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში.  ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად ცდილობს სეკულარიზმის პრინციპს სრულიად დაუახლოვდეს და…

,,უმაღლესი” განათლება

ავტორი: კესო ჭუმბურიძე ნაყოფიერად გატარებული 12 წლის შემდეგ, მოლოდინი იმისა, რომ უნივერსიტეტში ცივილიზაცია დაგხვდება, წარმატებით იმსხვრევა. ამ სისტემის ფარგლებში თქვენ საშუალება მოგეცემათ, სილაბუსში აღმოაჩინოთ ლექტორის ნომერი, რომელიც იწყება დიდი ხნის წინ შეცვლილი კოდით – 898. თვითონ სილაბუსი კიდევ ცალკე მოვლენაა, რადგან იგი თითქმის არასდროს ემთხვევა რეალურად განვლილ მასალას. თუ მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ბრძანდებით, თქვენ შეგიძლიათ…

სოფელში სწავლის „უპირატესობა”

ავტორი: ანი ქისტური სხვადასხვა სოციალურ ქსელში,  ალბათ, ყველა  შევხვედრილვართ გრძელ სიებს იმ საზოგადო მოღვაწეებისა, რომლებიც სოფლებში დაიბადნენ.  თითქოს ყოველთვის ცდილობენ სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, დაამტკიცონ ის, რომ  სოფელში მცხოვრებნი  ინტელექტუალური შესაძლებლობებით არათუ ჩამორჩებიან, არამედ აღემატებიან კიდეც ქალაქელებს. მათ მოაქვთ მაგალითები წარმატებული მოსწავლეების ან წარმატებული გუნდების, რომელთაც საქართველოში ან საერთაშორისო მასშტაბით გაითქვეს სახელი. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით,…

პროვინციალიზმის ქართული გაგება

ავტორი: ადელ დოლაბერიძე მიუხედავად იმისა, რომ პროვინციალი სულაც არ ნიშნავს სოფლიდან ჩასულს, საზოგადოების უდიდესი ნაწილი პროვინციალიზმს აიგივებს ჩამორჩენილობასა და ინტერესთა შეზღუდულობასთან, რაც, მათი აზრით, დამახასიათებელია მხოლოდ რეგიონებისა და კულტურული ცენტრიდან დაშორებულ ადგილთა მცხოვრებლებისათვის.   21-ე საუკუნე, რომელიც მეტნაკლებად ცდილობს წარსულთან შედარებით ჰუმანურად და რაციონალურად მიუდგეს ყოველგვარ საკითხს, დღის წესრიგში მყარად აყენებს ყოველგვარი „კლიშეებისა“ და სტერეოტიპების მსხვრევის…